სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:57 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

პირველი პოკერი ეროვნულ ლიგაში

დღეს, 8 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. „თელავმა“ „დილას“ უმასპინძლა და 0:2 წააგო. „იბერიამ“ შინ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა.

დღის გვიან მატჩში კი „ტორპედომ“ „ბათუმს“ 5:1 მოუგო. პოკერი შეასრულა ქუთაისელთა ნორვეგიელმა შემტევმა, ბიორნ იონსენმა (ორი გოლი პენალტით) და ბომბარდირთა დავაში 16 გოლით ერთპიროვნულად დაწინაურდა. ეს პირველი ოთხგოლა გახლდათ მიმდინარე სეზონში.

ერთი ბურთი ლუკა ქაფიანიძემ საკუთარ კარში შეაგდო, ერთხელაც ბათუმელთაგან თავი ლუკა წულუკიძემ გამოიჩინა (ასევე პენალტით).

ახლა „დილამ“ და „იბერიამ“ ისევ თანაბარი 68-68 ქულა მოაგროვეს, მაგრამ ლიდერი „იბერიაა“ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლის გამო. 53-ქულიანი „ტორპედო“ მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168861