სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:16 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელმა“ „ბრესტი“ გაანადგურა და ლიგა 1-ის ცხრილში გალიდერდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში „მარსელმა“ „ბრესტს“ უმასპინძლა და 3:0 მოიგო.

პირველი გოლი ანხელ გომესმა 25-ე წუთზე გაიტანა. 33-ე წუთზე მეისონ გრინვუდმა თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა. მეორე ტაიმის ბოლოს, 81-ე წუთზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ანგარიში 3:0 გახადა.

ამ გამარჯვებით, „მარსელი“ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი გახდა. რობერტო დე ძერბის გუნდს 12 მატჩიდან 25 ქულა აქვს. მეორე ადგილზე დედაქალაქური „პარი სენ-ჟერმენია“ 11 თამაშის შემდეგ 24 ქულით. „ბრესტი,“ 10 ქულით, მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100692