ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩი „სანდერლენდსა“ და „არსენალს“ შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.
36-ე წუთზე „სანდერლენდის“ მცველმა დანიელ ბალარდმა გახსნა ანგარიში. 54-ე წუთზე „არსენალის“ გარემარბმა ბუკაიო საკამ გაათანაბრა. 74-ზე „მეთოფეთა“ ბელგიელმა ნახევარმცველმა ლეანდრო ტროსარმა სტუმრები წინ გაიყვანა. 90+4 წუთზე კი თავდამსხმელმა ბრაიან ბრობიმ ისევ გაათანაბრა ანგარიში.
ამჟამად პრემიერლიგას 26 ქულით „არსენალი“ ლიდერობს, შვიდი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ (რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა). „სანდერლენდს“ 19 ქულა აქვს „მანჩესტერ სიტის“ მსგავსად და მესამე ადგილზეა.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-11 ტური. 8 ნოემბერი: ტოტენჰემი -მანჩესტერ იუნაიტედი 2:2, ვესტ ჰემი - ბარნლი 3:2, ევერტონი - ფულემი 2:0, სანდერლენდი - არსენალი 2:2, ჩელსი - ვულვერჰემპტონი მოგვიანებით გაიმართება









