კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში „არისმა“ „კრასავა“ 3:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა მეტოქის კარი 51-ე წუთზე პენალტით დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ორივე პენალტით.
„არისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 23 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 21 ნოემბერს, „პაფოსს“ ესტუმრება.









