სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:55 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ვილიარეალმა“ „ესპანიოლი“ მიქაუტაძის გარეშე დაამარცხა

ესპანური პრიმერას მე-12 ტურის მატჩში „ვილიარეალი“ კატალონიურ „ესპანიოლს“ ესტუმრა და 0:2 დაამარცხა.

ანგარიში ხერარდ მორენომ 43-ე წუთზე გახსნა, 57-ზე კი ალბერტო მოლეირომ სტუმართა უპირატესობა გააორმაგა.

ჟორჟ მიქაუტაძეს არ უთამაშია. მიზეზი ის დისკომფორტია, რომელიც ქართველმა შემტევმა მატჩისწინა ვარჯიშზე იგრძნო. „ყვითლების’ დამრიგებელმა მარსელინომაც დაადასტურა, რომ შაბათს ჟორჟი სავარაუდოდ არ ითამაშებდა. ამ მიზეზით გამოტოვებს ის საქართველოს ნაკრების ნოემბრის შესარჩევ მატჩებს ესპანეთთან და ბულგარეთთან.

ახლა „ვილიარეალს“ 26 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მეორე ადგილზეა.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-12 ტური. 8 ნოემბერი: ჟირონა - ალავესი 1:0, სევილია - ოსასუნა 1:0, ატლეტიკო - ლევანტე 3:1, ესპანიოლი - ვილიარეალი 0:2

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093438