იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „პარმასა“ და „მილანს“ შორის მატჩი 2:2 დასრულდა.
არადა, მილანელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მე-12 წუთზე ბელგიელმა ალექსის სალემაკერსმა „მილანი“ წინ გაიყვანა. 25-ე წუთზე თავდამსხმელმა რაფაელ ლეაუმ პენალტით თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 45+1 წუთზე „პარმას“ ნახევარმცველმა ადრიან ბერნაბემ ჩამორჩენა შეამცირა. 62-ე წუთზე კი მცველმა ენრიკო დელ პრატომ ანგარიში 2:2 გაათანაბრა.
„მილანს“ ამ სეზონში 22 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ ამდენივე ქულა აქვს, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები. „პარმა“, 11 თამაშიდან რვა ქულით, მე-17 ადგილზეა.
იტალია. სერია A. მე-11 ტური. 8 ნოემბერი: კომო - კალიარი 0:0, ლეჩე - ვერონა 0:0, იუვენტუსი - ტორინო 0:0, პარმა - მილანი 2:2









