ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩი „ჩელსისა“ და „ვულვერჰემპტონს“ შორის დასრულდა. ლონდონელებმა 3:0 მოიგეს.
მალო გუსტომ გახსნა ანგარიში 51-ე წუთზე, ჟოაო პედრომ გუნდის უპირატესობა 65-ე წუთზე გააორმაგა, ხოლო პედრო ნეტომ ლონდონელების მესამე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ჩელსი“ 20 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო „ვულვერჰემპტონი“ ორი ქულით ცხრილის ბოლოში.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-11 ტური. 8 ნოემბერი: ტოტენჰემი -მანჩესტერ იუნაიტედი 2:2, ვესტ ჰემი - ბარნლი 3:2, ევერტონი - ფულემი 2:0, სანდერლენდი - არსენალი 2:2, ჩელსი - ვულვერჰემპტონი 3:0.









