ფეხბურთი

11:03 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს 953

საუდი პრო ლიგის მერვე ტურში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „ნეომი“ 3:1 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

კრიშტიანუ რონალდუმ ისევ გაიტანა, ამჯერად მხოლოდ ერთხელ და ისიც პენალტი, როცა მეორე ტაიმის შუაში ანგარიში 2:0 გახადა. კრიშტიანუს კარიერაში 953 გოლი დაუგროვდა, 1000-გოლიან მიზნამდე 47 გოლი რჩება...

„ალ-ნასრი“ საუდი პრო ლიგას უდანაკარგოდ, 24 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 23 ნოემბერს, „ალ-ხალეეჯს“ უმასპინძლებს. რონალდუ 9 გოლით ბომბარდირებში ჯოშუა კინგთან ერთად მეორეა, ლიდერი ჟოაო ფელიქსია, რომლის აქტივში 10 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09788