ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ფილადელფიასთან“ 10-ქულიანი სხვაობით - 120:130 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, სანდრომ სათამაშო წუთები შედეგიანად გამოიყენა. მის ანგარიშზე 17 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. მამუკელაშვილმა 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
"ტორონტომ" 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. "რეპტორსს" 5-5 მოგება-წაგების ბალანსი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 ნოემბერს "ბრუკლინ ნეტსთან" ჩაატარებს.









