რაგბი

13:30 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ კოკერილი: "შეცდომები გვქონდა, რაც აღარ უნდა განმეორდეს"

საქართველოს მორაგებთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა აშშ-ს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (43:30) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გამარჯვების მიუხედავად, გუნდის თამაშში შეცდომები იყო, რაც აღარ უნდა განმეორდეს:

„კარგია რომ მოვიგეთ. გვქონდა კარგი მომენტებიც, მაგრამ იყო ცუდი შეცდომებიც. თავს არ ვიმართლებთ, თუმცა ეს პირველი თამაში იყო. ასე აღარ უნდა მოხდეს. ამ კვირაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა კანადასთან ასეთი რამ აღარ განმეორდეს. შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ, მე-20 წუთისთვის ანგარიში დამსახურებული იყო. თუმცა მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება და როგორც პირველი ტაიმის ბოლოს, ასევე მატჩის დასრულების შემდეგ, ანგარიში კანონზომიერი იყო.

იაპონიის ნაკრები ამჟამად ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა დავამარცხეთ. კანადასთანაც და იაპონიასთანაც ჩვენი ვალდებულებაა გავაუმჯებესოთ თამაში, ჩემი ვალდებულება და პასუხისმეგებლობაა ამ შედეგს მივაღწიოთ. შესათამაშებლად იაპონიას ბევრად დიდი დრო ჰქონდა.შემოდგომაზე მათ უკვე ითამაშეს ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ირლანდიასთან. ჩვენამდე შეხვდებიან უელსს და ხომ წარმოგიდგენიათ როგორი შეთამაშებულები იქნებიან.

ვფიქრობ, იაპონიასთან ბოლო თამაშის შემდეგ ჩვენც უკეთესი გუნდი ვართ, განსაკუთრებით დერეფანში, შეტევით მოლში და შერკინებაში. მომავალი თამაშებისთვის იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ არა ფუნდამენტური“, - აღნიშნა კოკერილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩის 15 ნოემბერს, ისევ ბათუმში ჩაატარებს, ამჯერად კანადის ნაკრებთან, ხოლო სერიებს 22 ნოემბერს, თბილისში, იაპონიასთან მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098536