რაგბი

14:54 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბექა გორგაძე: "შევძელით შეცდომების გამოსწორება და საჭირო რეაგირება მოვახერხეთ"

საქართველოს მორაგებთა ნაკრების მორაგბემ, ბექა გორგაძემ აშშ-ს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (43:30) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გუნდის მიზანი გამარჯვება იყო და კარგია ეს რომ შევძელით. ასევე გვინდა გავაგრძელოთ. ამერიკამ მომენტუმი დაიჭირა და ეს კარგად გამოიყენა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენი სიძლიერე ისაა, რომ შევძელით შეცდომების გამოსწორება და საჭირო რეაგირება მოვახერხეთ. საბოლოოდ ის შედეგი ითვლება, რაც ტაბლოზეა და მოხარულები ვართ გამარჯვება რომ მოვახერხეთ. სამუშაო ბევრია და ვიმედოვნებ შემდეგ თამაშს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით“, - თქვა გორგაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩის 15 ნოემბერს, ისევ ბათუმში ჩაატარებს, ამჯერად კანადის ნაკრებთან, ხოლო სერიებს 22 ნოემბერს, თბილისში, იაპონიასთან მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095338