სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:00 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სერია A-ში მორიგი მატჩი წააგო

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და ლიდერობის შენარჩუნება შეეძლო, მაგრამ მარცხი განიცადა.

ანტონიო კონტეს გუნდს კრიზისის ნიშნები აქვს, ბოლო დროს თამაშის ხარისხიც და შედეგიც სახარბიელო არ არის. ახლაც, „აძური“ ყოველგვარი შანსის გარეშე დამარცხდა, რადგან „ბოლონიამ“ ყველაფერში აჯობა.

ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობა გოლებში ასახა. ანგარიში თის დალინგამ გახსნა, ხოლო შემდეგ ჯონ ლუკუმიმ თავური დარტყმით უპირატესობა ორამდე გაზარდა. ბოლონიელებმა 2:0 მოიგეს.

„ნაპოლი“ 22 ქულით „მილანთან“ ერთად ლიდერობას იყოფს, მაგრამ მაგალითად, „ბოლონიას“, რომელიც მეხუთე ადგილზეა, ერთადერთი ქულით უსწრებს. „ნაპოლისთვის“ ეს მესამე წაგება იყო მე-11 მატჩში, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგასაც დავუმატებთ, სეზონში უკვე ხუთი მარცხი დაუგროვდა (15 მატჩში), რაც საკმაოდ ბევრია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162934