მადრიდის „რეალი“ სანაკრებო პაუზაზე კარგ ხასიათზე ვერ გავიდა, რადგან ლა ლიგის მე-12 ტურში ვერ მოიგო.
ჩაბი ალონსოს გუნდი „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა, რომლის კარს გასაღები ვერ მოუძებნა და უგოლო ფრეს დასჯერდა.
„რეალი“ ლიდერობას შეინარჩუნებს 31 ქულით, მაგრამ „ბარსელონას“ მასთან 3 ქულაში მიახლოების შანსი ექნება.









