ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურში ლუკა გაგნიძის „გრანადამ“ „სარაგოსა“ 3:1 დაამარცხა, ქართველი ნახევარმცველი საგოლე პასით გამოირჩა.
ლუკამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხოსე მანუელ არნაისს გაატანინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მისი მეორე საგოლე პასია სეზონში, მაგრამ ლა ლიგა 2-ში პირველი, რადგან მანამდე ასისტით ესპანეთის თასზე გამოიჩინა თავი. ქართელი დღევანდელ თამაშში მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.
„გრანადა“ 14 ქულით გასავარდნ ზონაში რჩება, მომდევნო ტურში 15 ნოემბერს, „რასინგს“ სტუმრად შეხვდება.









