სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:11 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "ბოლო მომენტში მეორე კუთხე ავირჩიე, ასე ვიგრძენი"
"ვან დეიკის გოლზე არ მგონია, რომ თამაშგარე იყო"

„ლივერპულის“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველმა მეკარემ შეაფასა თამაში, ასევე ისაუბრა, ვირჯილ ვან დეიკის გაუქმებულ გოლზე, ერლინგ ჰოლანდისთვის პენალტის მოგერიებასა და ალისონის მოსალოდნელ დაბრუნებაზე:

„მძიმე მარცხია. აქ თამაში ძნელია, ძალიან რთული და დაძაბული მატჩი იყო. ხარისხიანი თამაში თამაში იყო, მაგრამ წავაგეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან სეზონი გრძელია და ბევრი თამაშია დარჩენილი. „ასტონ ვილასა“ და „რეალთან“, მშრალი ანგარიშებით მოვიგეთ, კარგად ვითამაშეთ, დღეს წავაგეთ, რთულ მატჩი გამოდგა, თუმცა, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ვან დეიკის გოლი? არ მინახავს, მაგრამ რაც დავინახე, არმგონია, თამაშგარე ყოფილიყო.

პენალტი? თავიდან ვფიქრობდი, რომ მარჯვენა მხარეს დაარტყამდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შევცვალე. არ ვიცი, რატომ, ასე ვიგრძენი.

ალისონის დაბრუნება? იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდება. ჩემს საქმეს გავაგრძელებ და ყოველდღე ვივარჯიშებ. თუ ვითამაშებ, ვითამაშებ, თუ არადა, ვივარჯიშებ და ვივარჯიშებ“, - განაცხადა გიორგიმ.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულში“ მეცხრე მატჩი ჩაატარა - 5 პრემიერლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე. სავარაუდოდ, მომდევნო მატჩისთვის ალისონი გამოჯანმრთელებული იქნება და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება...

"ლივერპულისთვის“ ეს მეხუთე მარცხი იყო პრემიერლიგაში, 18 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს, შინ „ნოტინგემთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160224