„მანჩესტერ სიტისთან“ გიორგი მამარდაშვილის თამაშს ბრიტანული მედია გამოეხმაურა. მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპული“ 0:3 დამარცხდა და გიორგიმაც შესაბამისად, სამი გოლი გაუშვა, თანაგუნდელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეფასებები ჰქონდა.
This is anfield 6 ქულა: „შესაძლოა, ალისონის დაბრუნებამდე ბოლო მატჩი მამარდაშვილისთვის დატვირთული იყო. მან პენალტი აიკიდა, მაგრამ ჰოლანდის დარტყმა მოიგერია და მალევე ჟერემი დოკუს ჯარიმა არ გაატანინა. დიდი შეცდომა არ დაუშვია“.
Liverpool Echo 7 ქულა: „ცოტა არ გაუმართლა, როცა პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჰოლანდის პენალტი და შემდეგ დოკუს კარგი დარტყმა მოიგერია. გოლებში შანსი აღარ ჰქონდა“.
Liverpool.com 5 ქულა: „ჟერემი დოკუს წაქცევისთვის პენალტით დაისჯაა, რაც საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, შეცდომა ერლინგ ჰოლანდისთვის პენალტისა და კიდევ რამდენიმე კარგი სეივით გამოასწორა“.
Goal 6 ქულა: „დოკუ წააქცია მარცხენა ფეხით, მაგრამ შეცდომა გამოასწორა და ჰოლანდის შესრულებული პენალტი მოიგერია“.
Daily Express 7 ქულა: „არ გაუმართლა, მსუბუქ დარღვევაზე პენალტით დაისაჯა, მაგრამ შესანიშნავი მოგერიებით კომპენსირება მოახდინა. გოლების მომენტებში ვერაფერს გახდა“.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულში“ მეცხრე მატჩი ჩაატარა - 5 პრემიერლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე. სავარაუდოდ, მომდევნო მატჩისთვის ალისონი გამოჯანმრთელებული იქნება და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება...
"ლივერპულისთვის“ ეს მეხუთე მარცხი იყო პრემიერლიგაში, 18 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს, შინ „ნოტინგემთან“ გამართავს.









