სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:02 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში "ინტერი" და "რომა" გალიდერდნენ

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მილანის „ინტერმა“ „ლაციოს“ ადვილად აჯობა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

კრისტიან კივუს გუნდი მესამე წუთზე ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმში ანჟე ბონის გოლი მოჰყვა. შედეგად, „ინტერი“ 24 ქულით გალიდერდა, თუმცა, „რომასთან“ ერთად, რომელსაც ასევე 24 ქულა აქვს.

„რომამ“ შინ 2:0 აჯობა „უდინეზეს“ და სეზონის ძალიან კარგი სტარტი აქვს. უდინელთა შორის საბა გოგლიჩიძე სათადარიგო სკამზე დარჩა.

სერია A-ში დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა. „ინტერს“ და „რომას“ 24-24 ქულა აქვთ, „მილანს“ და „ნაპოლის“ 22-22, „ბოლონიას“ 21, ხოლო ცოტა შორსაა „იუვენტუსი“, რომლის აქტივში 19 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094675