ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში „ბარსელონა“ ვიგოში, „სელტას“ ესტუმრა, რომელიც დაამარცხა და მადრიდის „რეალის“ ფეხის დაცდენით ისარგებლა.
„რეალმა“ მანამდე „რაიო ვალეკანოს“ ვერ მოუგო, ამიტომ, ჰანსი ფლიკისთვის ვიგოში მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მატჩი დაძაბული გამოდგა. დასაწყისში რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით გახსნა ანგარიში, რასაც ზუსტად ერთ წუთში სერხიო კარეირამ უპასუხა. ტაიმის ბოლოს კიდევ სამი გოლი გავიდა.
ჯერ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, შემდეგ ბორხა იგლესიასმა მეორედ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ შესვენებამდე ლამინ იამალმაც გაიტანა და „ბარსელონა“ კვლავ დააწინაურა. მატჩის მიწურულს ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქიც შეასრულა და ანგარიში 4:2 გახადა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
„ბარსელონამ“ 28 ქულა დააგროვა, „რეალთან“ ჩამორჩენა შეამცირა და ახლა სამ ქულაშია, ხოლო მომდევნო ტურში „ბილბაოს“ უმასპინძლებს.
„სელტა“ – „ბარსელონა“ 2:4 (1:3)
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (10, პენ), 1:1 კარეირა (11), 1:2 ლევანდოვსკი (37), 2:2 იგლესიასი (43), 2:3 იამალი (45), 2:4 ლევანდოვსკი (74)









