სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:11 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია კვარაცხელიას თამაშზე: "პსჟ-ს შეტევის მამოძრავებელი ძალა იყო"

ფრანგული მედია "ლიონთან" პსჟ-ს ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა.

მოგეხსენებათ, კვარამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე კი - მესამე:

Maxi foot 7 ქულა: „ქართველმა ენერგიულად თამაშობდა. კლუივერტის წინააღმდეგ პსჟ-ს გარემარბმა სცადა სისწრაფის გამოყენება და ცვლილებების შეტანა. მან ვიტინიას მაღალი პრესინგის შემდეგ გოლი გაიტანა“.

90 min 7 ქულა: „ლიონის“ გამათანაბრებელი გოლიდან სულ რაღაც ორ წუთში კვარაცხელიამ თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა ვიტინიას შესანიშნავი პრესინგის გამოყენებით. შემდეგ მას უბრალოდ გრეიფისთვის უნდა ეჯობნა და ეს შესანიშნავად გააკეთა. კვარაცხელია დღეს პსჟ-ს შეტევის მამოძრავებელი ძალა იყო“.

Foot mercato 6.5 ქულა: „ამ მატჩის საწყის წუთებში აქტიური არ იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველმა ყველას შეახსენა დიდი ფეხბურთელის თვისებები. კერძოდ, ისეთის, რომელსაც პირველივე შანსის გამოყენება შეუძლია. ვიტინიას ეფექტური პასის გამოყენებით შეცდომა არ დაუშვა და გუნდი ისევ დააწინაურა. მან გრეიფი იდელური დარტყმით დაამარცხა. წუთების გასვლასთან ერთად სულ უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა, შეცვლამდე „ლიონის“ დაცვის წინააღმდეგ თავის სისწრაფეს ავლენდა“.

Culture PSG 6 ქულა: „ყოველთვის კომფორტულად ვერ იყო ერთ-ერთზე მომენტებში, მაგრამ რამდენიმე ინდივიდუალური მოქმედება ჰქონდა და გოლიც გაიტანა“.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლიგა 1-ში მან 10 თამაშში პირველი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც აქვს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ გოლით გახდა ქართველ ფეხბურთელებში ტოპლიგების ბომბარდირი: მან სერია A-სა და ლიგა 1-ში 33 გოლი გაიტანა დღემდე, რითაც გადაასწრო ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს, რომელთა აქტივში 32-32 გოლია.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 27 ქულით ლიდერობს, მხოლოდ ორი ქულით უსწრებს „მარსელსა“ და „ლანსს“, მომდევნო ტურში კი, 22 ნოემბერს, „ლე ავრს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167101