„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლიონთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ის იმედოვნებს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაბრუნდებიან, რადგან სეზონის დაწყებიდან ნორმალურად ვარჯიშის შესაძლებლობაც არ ჰქონიათ:
„მომწონს სიტყვა მდგრადობა. მე ის სწორი მენტალიტეტის აღსაწერად გამოვიყენე, ისეთის, რომელიც საშუალებას გაძლევს, სცადო და მოიგო ასეთი მატჩი, დღეს, ზუსტი და სწორი მენტალიტეტი გვქონდა. „ლიონი“ მომწიფებული გუნდია, მათ ორჯერ ძალიან სწრაფად შეძლეს გათანაბრება.
არ გვქონდა დრო, რომ გამოგვეყენებინა ჩვენი მეორე გოლი, რომელიც თამაშის კონტროლის საშუალებას მოგვცემდა. ბოლო გოლმა, რომელიც რთულ სიტუაციაში გავიტანეთ, გამარჯვება უზრუნველყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც გამოწვევების წინაშე ვართ, გამოვავლინოთ უნარი და მონდომება. სატურნირო ცხრილის სათავეში ვრჩებით და ამით ბედნიერები ვართ.
ყოველთვის მზად ვართ გუნდის გაძლიერებისთვის. თუმცა, ასეთი დონის გუნდის გაძლიერება ძალიან რთულია. ძალიან ცოტა მოთამაშეა, ვისაც შეუძლია ამ გუნდის ნამდვილად გაძლიერება. სრულად ვენდობით ჩვენს ამჟამინდელ ფეხბურთელებს. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ განვითარება და კიდევ უფრო მეტი წვლილის შეტანა.
ჟოაო ნევეშს დიდი ამბიციები აქვს. ჩვენს გუნდში ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ მათ შეუძლიათ გოლის გატანა. იმედი მაქვს, მალე ბევრი მოთამაშე დაბრუნდება, რათა საბოლოოდ შევძლოთ ნორმალური ვარჯიშის ჩატარება. სეზონის დაწყებიდან არაფერი ყოფილა ნორმალური. ასე მომზადება რთულია“, - თქვა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 27 ქულით ლიდერობს, მხოლოდ ორი ქულით უსწრებს „მარსელსა“ და „ლანსს“, მომდევნო ტურში კი, 22 ნოემბერს, „ლე ავრს“ უმასპინძლებს.









