თამაშგარე

16:30 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

11 შვილის მამა და უკვე ბაბუა რობერტო კარლოსი

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამჟამად საქმე მის მორიგ ცოლთან, ფიზიოთერაპევტ მარიანა ლუსონთან განქორწინების ამბებს ეხება და კვლევა-ძიების პროცესში სასამართლომ ისეთი უსიამოვნო ამბები ამოაგვირისტა, ეს ჩვენი რობერტო იძახის, ოღონდ მალე დამთავრდეს განქორწინების და ქონების გაყოფის პროცესი და მე ყველაფერზე თანახმა ვარო.

რობერტო კარლოსის ოჯახური ცხოვრება და სკანდალები საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც მედია ადგენს, 7 სხვადასხვა ქალთან ამ ტანმოკლე კაცს სულ 11 შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან (პირველ ცოლი მომღერალი ალექსანდრა პინიერო იყო) სამი შვილი - რობერტა, ჯიოვანა და რობერტო ჯუნიორი ყავს. რობერტო კარლოსის ხსენებულმა ქალიშვილმა ჯიოვანამ ბრაზილიელ ბიზნესმენთან ქორწინების შემდეგ 2017 წელს შვილი გააჩინა და ეს ჩვენი „მარად ახალგაზრდა“ მარცხენა მცველი ბაბუა გახდა.

რობერტო კარლოსის შვილები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ - ბრაზილიაში, უნგრეთში, მექსიკაში და უმეტესობა ერთმანეთს არც კი იცნობს. უკანასკნელი ქორწინებიდან კი რომლის დასრულებასაც ასე ძალიან ცდილობს, ორი უმცროსი ქალიშვილი - მარინა და მანუელა ჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089808