სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:00 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "ჩემთვის აშკარა და ნათელია, რომ არბიტრმა ვან დაიკის გოლზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო"

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მთავარ შეხვედრაში „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა, რომელსაც ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:3 განადგურდა.

მატჩის შემდეგ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მსაჯები ვირჯილ ვან დაიკის არ ჩათვლილ გოლთან დაკავშირებით გააკრიტიკა. ნიდერლანდელის თქმით, რობერტსონი მეკარეს ხელს საერთოდ არ უშლიდა და ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო.

"რობერტსონი მეკარეს ხელს საერთოდ არ უშლიდა და ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო. ჩემთვის აშკარა და ნათელია, რომ არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ყველაფერთან ერთად, თამაშის შემდეგ მაჩვენეს ის გოლი, რომელიც იმავე მსაჯმა გასულ სეზონში "სიტი"– "ვულვზის" მატჩში ჩათვალა"
ამრიგად, გვერდითა მსაჯს თამაშგარის დასაფიქსირებლად 13 წამი დასჭირდა. აშკარაა, რომ კომუნიკაცია იყო, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს კონკრეტული ეპიზოდი შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდ დასრულებულიყო და გუნდისთვის სხვანაირი მუხტი მიეცა და არავინ ვიცით შემდეგ რა შედეგი დაფიქსირდებოდა", - განაცხადა სლოტმა.

ცნობისთვის, მე-13 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა საჯარიმოში ჟერემი დოკუ წააქცია და პენალტი დაინიშნა. თუმცა, ქართველმა მეკარემ შეცდომა თავადვე გამოასწორა და ერლინგ ჰოლანდის დარტყმა მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისთვის“ ეს მეხუთე მარცხი იყო პრემიერლიგაში, 18 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს, შინ „ნოტინგემთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090946