სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:21 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რომელიც თავდაჯერებულობას შეგვმატებს"

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში „ბარსელონა“ ვიგოში, „სელტას“ ესტუმრა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა და შეხვედრა შეაფასა.

"ლევანდოვსკის და გუნდის გამო ბედნიერი ვარ. ეს თავდაჯერებულობას შეგვმატებს. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, რადგან ბევრად უკეთ ვიცავდით თავს. დღეს იდეალური დღე იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ ბურთით შესრულებული სამუშაოთი და იმით, თუ როგორ იბრძოდა გუნდი.

ვფიქრობ, რაფინია და ხოან გარსია შემდეგ მატჩში დაბრუნდებიან. შესაძლოა, პედრიც, ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდში ყველა ჯანმრთელი და კარგ ფორმაში დაბრუნდება.

რაც შეეხება ლამინ იამალს, მას ნაკრებში თამაში შეუძლია, თუმცა ბოლომდე მზად არ არის და ისეთივე ზრუნვა ჭირდება, როგორც ჩვენ ვზრუნავთ მასზე. ის ბევრად უკეთესი ხდება ყველა ვარჯიშზე და რეაბილიტაციას ყოველდღიურად გადის", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ 28 ქულა დააგროვა, „რეალთან“ ჩამორჩენა შეამცირა და ახლა სამ ქულაშია, ხოლო მომდევნო ტურში „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087353