სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:26 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანტი კასორლა: "ჩემთვის ბოლო სეზონი იქნება, უნდა იცოდე, როდის უნდა გადადგა ეს ნაბიჯი"

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა სანტი კასორლამ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მისი განცხადებით ვიგებთ, სეზონის დასრულების შემდეგ ის საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

"როდესაც "ოვიედოდან" წავედი პირობა დავდე, რომ ერთ დღეს აქ აუცილებლად დავბრუნდებოდი და არა ტვირთად, არამედ დასახმარებლად და მიხარია, რომ ეს შევძელი. მინდოდა, რომ ამ კლუბში უფასოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მეთამაშა, თუმცა კანონმა ამის საშუალება არ მომცა. 99%-ით, ეს სეზონი ჩემი ბოლო იქნება. უნდა იცოდე, როდის უნდა გადადგა ეს ნაბიჯი" , - განაცხადა კასორლამ.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის სანტი კასორლა "რეალ ოვიედოს" რიგებს 2023 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში მშობლიურ კლუბს 24-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ესპანელ ფეხბურთელს „ოვიედოს“ გარდა, „ვილიარეალში“, „უელვაში“, „მალაგაში“, „არსენალსა“ და „ალ-სადში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098578