დღეს, ცნობილმა და ავტორიტეტულმა გამოცემა GiveMeSport-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო გარემარბების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გამოცემის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.
პირველ ადგილზე "ბარსელონას" შემტევი ლამინ იამალია, მეორეზე უსმან დემბელე, ხოლო მესამე ადგილს ბრაზილიელი რაფინია იკავებს.
ტოპ 10 გარემარბის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
1 - ლამინ იამალი
2 - უსმან დემბელე
3 - რაფინია
4 - ხვიჩა კვარაცხელია
5 - ბუკაიო საკა
6 - მოჰამედ სალაჰი
7 - ვინისიუს ჟუნიორი
8 - დეზირე დუე
9 - როდრიგო
10 - მაიკლ ოლისე
"ნაპოლიმ“ შესანიშნავი სამუშაო გაწია ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებით, თუმცა მას შემდეგ, რაც მისით ევროპის წამყვანი კლუბები დაინტერესდნენ დროის ამბავი იყო მისი წასვლა და საბოლოოდ პსჟ-ში გადავიდა. 2022/23 წლების სეზონში „ნაპოლის“ გაჩემპიონებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ქართველს 34 მატჩში 25 საგოლე მოქმედება ჰქონდა. შემდეგ სეზონში მისი მაჩვენებლები იტალიაში ოდნავ შემცირდა, მაგრამ საფრანგეთში გადასვის შემდეგ ხვიჩამ კვლავ წარმატებას მიაღწია.
როდესაც ხვიჩა ბურთს ფლობს, ის მეტოქე ფეხბურთელებზე მუდმივ წნეხს ახდენს და მისი თამაშის ყურებისას მუდმივად გაქვს ის განცდა, რომ მოედანზე რარაც აუცილებლად მოხდება. სიჩქარისა და ძალის ეს საშიში ნაზავი სრულად გამოჩნდა პსჟ-ს გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისას, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა პარიზელთა ჩემპიონობაში დიდი როლი ითამაშა", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.









