სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:52 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: "მეკარის მხრიდან პენალტის დროს მოუქნელი ქმედება იყო"

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მთავარ შეხვედრაში „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა, რომელსაც ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:3 განადგურდა.

აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი, რომელმაც BBC-ის ინტერვიუ მისცა.

"ლივერპულის" თამაში ნამდვილად შემაშფოთებელია, ეს მათი ყველაზე ცუდი თამაშია, რაც კი მინახავს. მათ მოედნის ყველა კომპონენტში ყველა ბრძოლა დათმეს, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა.

ვირჯილ ვან დაიკი „მანჩესტერ სიტის“ მეორე გოლში ძალიან უცნაური მოქმედებდა. ის უბრალოდ იდგა და ბურთს უშვებდა. მისი მარჯვენა ფეხი ოდნავ მოძრაობდა და მეკარეს უბრალოდ კლავდა. რაც შეეხება პენალტის მომენტს, მეკარის მხრიდან მოუქნელი მოქმედება იყო და "სიტის" ყველა გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ეს თერთმეტმეტრიანი იყო.

ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები განაწყენებულნი იქნებიან, რადგან სეზონის წინ "ლივერპულმა" ტრანსფერებში დიდი ფული დახარჯა, მაგრამ ფაქტია ახალი ფეხბურთელები ვერ თამაშობენ და ეს დღეს დიდი იმედგაცრუებაა", - განაცხადა ნევილმა.

მე-13 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა საჯარიმოში ჟერემი დოკუ წააქცია და პენალტი დაინიშნა. თუმცა, ქართველმა მეკარემ შეცდომა თავადვე გამოასწორა და ერლინგ ჰოლანდის დარტყმა მოიგერია. „ლივერპულმა“ დიდხანს მაინც ვერ გაძლო.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისთვის“ ეს მეხუთე მარცხი იყო პრემიერლიგაში, 18 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს, შინ „ნოტინგემთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094408