მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ფედერიკო ვალვერდე ტრავმირებულია. ინფორმაცია „სამეფო კლუბმა“ გაავრცელა.
ვალვერდეს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი დრო, რომელსაც გამოტოვებს, მაგრამ სანაკრებო პაუზაზე ურუგვაის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში ფედერიკო ვალვერდემ ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.









