ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ მორგან როჯერსს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
როჯერსმა „ვილა პარკელებთან“ ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ის უნაი ემერის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
მორგანმა 2023 წლიდან „ასტონ ვილაში“ 86 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ინგლისელი შემტევი მანამდე „მიდლსბროს“, „ბლექპულის“, „ბორნმუთის“, „ლინკოლნის“ და „ვესტ ბრომვიჩის“ ღირსებას იცავდა.









