მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ტრავმირებულია. ამის შესახებ ესპანური გრანდის ვებგვერდი იტყობინება.
ბელგიელს ფეხის კუნთის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშებს. თუმცა, უქმობის ზუსტი პერიოდი ახლა უცნობია. დიდი ალბათობით, ტიბოს მხოლოდ ბელგიის ნაკრების მატჩები გაუცდება.
ტიბო კურტუამ მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალის“ კარი ყველა ტურნირზე 16 მატჩში დაიცვა.









