სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:35 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტადან" ივან იურიჩი დაითხოვეს

ბერგამოს „ატალანტადან“ მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი გაათავსუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ხორვატ სპეციალისტს სეზონის ცუდი სტარტი არ აპატიეს, ხოლო „სასუოლოსთან“ შინ 0:3 განადგურების შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტეს. იურიჩის ხელმძღვანელობით ბერგამოელებმა ყველა ტურნირზე 4 მატჩი მოიგეს, 8-ჯერ ფრე ითამაშეს და 3-ჯერ წააგეს.

გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში 7 ქულა აქვს, რაც ცუდი შედეგი სულაც არაა, მაგრამ სერია A-ში მხოლოდ მე-13 ადგილზეა, 11 ტურში 2 მოგებით, 7 ფრით და 2 წაგებით (ბოლო ორ ტურში). აღსანიშნავია, რომ 2016-2025 წლებში „ატალანტას“ ჯან პიერო გასპერინი უცვლელად ხელმძღვანელობდა, „რომაში“ მისი წასვლის შემდეგ კი კლუბში მოულოდნელად არჩევანი იურიჩზე გააკეთეს, რაც გაუმართლებელი აღმოჩნდა.

უდიდესი ალბათობით, „ატალანტას“ რაფაელე პალადინო ჩაიბარებს, რომელთანაც მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095964