იტალიის ნაკრებში დიდი ხანია ფედერიკო კიეზას არ იწვევენ. როგორც გაირკვა, ეს თავად „ლივერპულის“ შემტევის არჩევანია.
როგორც მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თქვა, კიეზას ესაუბრება, მაგრამ ის ჯერჯერობით, ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს. სავარაუდოდ, მიზეზი ფიზიკური კონდიციებია:
„კიეზას ხშირად ვესაუბრები, უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ არჩევანს და პრობლემებს, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს. მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს სიმართლეა. დიახ, კიეზას არჩევანია, რომ ნაკრებში არ იყოს, ადვილი გასაგებია, თორემ მეხუთედ არ ავხსნიდი“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას იტალიის ნაკრებში ევრო 2024-ის შემდეგ არ უთამაშია.









