|
კალათბურთი
23:26 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
2027 წელის ქალთა ევრობასკეტზე მოსახვედრად ბრძოლა ახლა იწყება. საკვალიფიკაციო ტურნირის სადებიუტო მატჩები პირველი ფანჯრის ფარგლებში გაიმართება და სამი მათგანის მომსახურე პერსონალს შორის ქართველები იქნებიან. ფიბა-მ ქალთა სანაკრებო მატჩებზე მსაჯები და კომისრები დანიშნა, სადაც 3 ჩვენიანი ფიგურირებს – კომისარი მერაბ რატიშვილი და არბიტრები – კირილე თვაური და მარინა შალამბერიძე. აღნიშნული მატჩებიდან 2 აზერბაიჯანში გაიმართება. 12 ნოემბერს აზერბაიჯანი ბულგარეთს უმასპინძლებს და ამ მატჩის სამი არბიტრიდან ერთი კირილე თვაური იქნება. 3 დღეში აზერბაიჯანელები უკვე მონტენეგროს უმასპინძლებენ და ამ შეხვედრას უკვე მარინა შალამბერიძე მოემსახურება. რაც შეეხება ფიბა-ს ერთადერთ ქართველ კომისარს, მერაბ რატიშვილს, ის 15 ნოებერს სკოპიეში იქნება და ჩრდილოეთ მაკედონიისა და საბერძნეთის მატჩს მოემსახურება, თუმცა ტექნიკური დელეგატის პოზიციიდან, რადგან სანაკრებო მატჩებს ფიბა-ს ფორმატით კომისრის ნაცვლად იგივე ფუნქციის მქონე ტექნიკური დელეგატი ემსახურება. კირილე თვაური (მსაჯი) 12 ნოემბერი. ქალთა ევრობასკეტ-2027-ის შესარჩევი მატჩი. ბაქო (აზერბაიჯანი). აზერბაიჯანი – ბულგარეთი მარინა შალამბერიძე (მსაჯი) 15 ნოემბერი. ქალთა ევრობასკეტ-2027-ის შესარჩევი მატჩი. ბაქო (აზერბაიჯანი). აზერბაიჯანი – მონტენეგრო მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი) 15 ნოემბერი. ქალთა ევრობასკეტ-2027-ის შესარჩევი მატჩი. სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია). ჩრდილოეთ მაკედონია – საბერძნეთი GBF.GE
სარეკლამო ადგილი - 40 710 x 400 |
|