„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა. მან უარყო ხმები იმის შესახებ, რომ კონტე გადადგომას აპირებს.
„კონტეს გადადგომის შესახებ ზღაპარი ინტერნეტში წავიკითხე. სოციალური მედია მიყვარს, რადგან ის აზრების გადმოცემის თანამედროვე და სწრაფი საშუალებაა. თუმცა, თქვენ იცით, რომ აზრები ყოველთვის სწორი ან გასაზიარებელი არ არის. კონტესა და ჩემს შორის ყოველთვის იყო განსაკუთრებული კავშირი. გულშემატკივრებს, რომლებმაც სისულელეები წაიკითხეს, მინდა ვუთხრა: ვამაყობ, რომ ჩემს გვერდით, „ნაპოლისა“ და ფეხბურთელების გვერდით მყავს ნამდვილი ადამიანი, როგორიც ანტონიო კონტეა, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრების ყოველი წამი შესწიროს თავისი პროფესიისთვის, უკიდურესი თავდადებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია, რაც დღეს შეიძლება მიეცეს კლუბს, ფეხბურთელებს და ისეთი მომთხოვნი გულშემატკივრების მსგავსს, როგორიც „ნაპოლის“ ჰყავს“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ გუნდის თამაშით და დამოკიდებულებით უკმაყოფილება გამოთქვა, რამაც გააძლიერა ხმები, რომ ის კლუბის დაოვებაზე ფიქრობს.









