ფეხბურთი

1:25 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში კლუბის პრეზიდენტი და მსაჯები დააკავეს, 1000-ზე მეტ ფეხბურთელზე გამოძიება მიმდინარეობს

თურქულ ფეხბურთში დიდი სკანდალია, რადგან 1000-ზე მეტი ფეხბურთელის ა და მსაჯების მიმართ ფსონების დადებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სტამბოლის პროკურატურად უკვე დაადასტურა რამდენიმე ოფიციალური პირის დაკავება, კერძოდ 8 ადამიანი, მათ შორის, „ეიუფსპორის“ პრეზიდენტი, მურატ ოზკაია დააპატიმრეს. თუმცა, საქმეში 1000-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს.

ყველაფერი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუს მიერ შეტანილი საჩივრით დაიწყო, რომელმაც გამოძიების შედეგები პროკურატურას და პრესას აცნობა.

როგორც ვთქვით, 1000-ზე მეტ ადამიანთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძეიბა, მათგან 27 სუპერლიგაში თამაშობს, 77 პირველ ლიგაში, 282 მეორე ლიგაში, ხოლო 629 - მესამეში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092149