სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:26 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალი ინვესტორი გამოუჩნდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ საფეხბურთო კლუბმა გამოაცხადა საკონტროლო პაკეტის საინვესტიციო კომპანია Apollo Sports Capital (ASC)-ისთვის მიყიდვის შესახებ.

შეთანხმების ფარგლებში, მიგელ ანხელ ხილი და ენრიკე სერესო გააგრძელებენ კლუბის ხელმძღვანელობას, შესაბამისად, აღმასრულებელი დირექტორის და პრეზიდენტის რანგში, ასევე დარჩებიან აქციონერებად. მათი ხელმძღვანელობით, მადრიდის „ატლეტიკომ“ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაიმკვიდრა თავი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და ცნობილმა საფეხბურთო კლუბმა ევროპაში.

აქციონერები გეგმავენ კაპიტალის გამოყოფას კლუბის გრძელვადიანი გეგმების მხარდასაჭერად, მათ შორის „ატლეტიკოს“ გუნდებისა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში შემდგომი ინვესტიციების ჩასატარებლად.

„მოხარულები ვართ, რომ მივესალმებით კლუბისადმი ერთგულ ახალ პარტნიორს“. Apollo Sports Capital-ი ჩვენი სანდო პარტნიორია, რომელიც პატივს სცემს „ატლეტიკოს“ და მისი გულშემატკივრების ისტორიას, ტრადიციებსა და იდენტობას, ამავდროულად, დამატებით რესურსებსა და ენთუზიაზმს გვთავაზობს ჩვენი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად“, - თქვა ხილმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ესპანეთის პრიმერაში 12 მატჩის შემდეგ, „ატლეტიკო“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს ოთხი მატჩიდან ექვსი ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097927