„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კლუბის დატოვებას არ გეგმავს და კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენას აპირებს - წერს Sport.es.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი და მისი ოჯახი სრულად ადაპტირდნენ ბარსელონაში ცხოვრებასთან და თავს კომფორტულად გრძნობენ. პოტენციურად მომგებიანი შეთავაზებების მიუხედავად, ეგზოტიკურ ლიგაში, როგორიცაა საუდის არაბეთის ლიგა, გადასვლის შესაძლებლობა მისთვის მიმზიდველი არ არის.
ლევანდოვსკის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პოლონელი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია კლუბში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, შემცვლელის როლს დათანხმდეს, თუნდაც ნაკლები სათამაშო დროით.
თუ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, მასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს, ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერის დასრულების ვარიანტი განიხილოს. მისი პრიორიტეტია „ბარსელონაში“ დარჩენა და, თუ შესაძლებელია, კარიერის იქ გაგრძელება.
ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მილანის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს, პინი ზაჰავის, რათა განეხილათ 37 წლის ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი.
ამ სეზონში ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.









