სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:23 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი ვირტცზე: „ლივერპულს“ შეუძლია დაეხმაროს მას“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ნახევარმცველ ფლორიან ვირტცის „ლივერპულში“ ცუდ სტარტზე ისაუბრა.

„ყველამ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია ვირტცს და მისი ასაკის ფეხბურთელისთვის სრულიად ბუნებრივია, ჩავარდნა განიცადოს. არ შეიძლება ელოდო, რომ ის ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე დონეზე ითამაშებს. მას უბრალოდ მცირე მხარდაჭერა სჭირდება, რომ გონება გაითავისუფლოს და თავდაჯერებულობა მოიპოვოს. „ლივერპულსაც“ ალბათ, შეუძლია დაეხმაროს, თუ მის მიერ შექმნილი შანსებიდან რამდენიმე მაინც გაიტანს. ეს ცუდი იდეა არ იქნებოდა, რადგან ის ბევრ შანსს ქმნის, უბრალოდ... როგორც ჩანს, მათ დიდად არ მოსწონთ ბურთის კარში გატანა - და ეს ნაწილობრივ მართალია“, - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal.com.

ამ სეზონში ვირტცმა „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101455