ფეხბურთი

12:54 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნების შესახებ განაცხადა

ფრანგმა სპეციალისტმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მალე სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას გეგმავს.

„ეს მალე მოხდება, ძალიან მალე“, - ციტირებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ზიდანის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ზიდანი მადრიდის „რეალს“ 2016-დან 2018 წლამდე და 2019 - დან 2021 წლამდე წვრთნიდა. ამ პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით, სამეფო კლუბმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ესპანეთის სუპერთასი.

ამბობენ, რომ ზიდანი შეიძლება გახდეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემდეგი მთავარი მწვრთნელი. ის შეცვლის ამჟამინდელ დამრიგებელ დიდიე დეშამს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088613