სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:24 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნიმ ამ სეზონის პრემიერლიგის მთავარი შენაძენის შესახებ ისაუბრა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ნახევარმცველ გრანიტ ჯაკას შენაძენი სეზონის საუკეთესო პრემიერლიგის ტრანსფერად დაასახელა.

„როდესაც ის პრემიერლიგაში დაბრუნდა, გაჩნდა კითხვა, შეძლებდა თუ არა თავისი დონის ხელახლა ჩვენებას. განსაკუთრებით ისეთ გუნდთან, რომელიც ახლახანს გადავიდა უმაღლეს დივიზიონში - რა გავლენა შეეძლო მას? თუმცა, ის, სავარაუდოდ, სეზონის საუკეთესო შენაძენია, ის უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობს“, - ციტირებს რუნის სიტყვებს Goal.com.

ნახევარმცველი „სანდერლენდს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლევერკუზენის „ბაიერიდან“ შეუერთდა გაურკვეველი თანხის სანაცვლოდ და სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093667