ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ ლამინ იამალი გამოაკლდა. ინფორმაცია ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
„ესპანეთი ნაკრების სამედიცინო შტაბს სურს გამოხატოს თავისი გაოცება და მწუხარება, მას შემდეგ, რაც ორშაბათს, 10 ნოემბერს, ეროვნული ნაკრების ოფიციალური საწვრთნელი შეკრების დაწყების დღეს, შეიტყო, რომ მოთამაშე ლამინ იამალს იმავე დილით საზარდულის დისკომფორტის სამკურნალოდ რადიოტალღური პროცედურა ჩაუტარდა. ეს პროცედურა ეროვნული ნაკრების სამედიცინო პერსონალისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარდა, დეტალების შესახებ მხოლოდ გუშინ ღამით 22:40 საათზე მიღებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი, რომელშიც სამედიცინო რეკომენდაციით 7-10 დღის განმავლობაში დასვენება იყო მითითებული.
ამ სიტუაციის გათვალისწინებით და ვინაიდან, მოთამაშის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას პრიორიტეტულად მიჩნევით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სპორტსმენი მიმდინარე გამოძახებიდან გაათავისუფლოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ის კარგად გამოჯანმრთელდება და ვუსურვებთ მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ეს აჩენს კითხვებს, რომ „ბარსელონამ“ სპეციალურად არ გაუშვა ფეხბურთელი ნაკრებში, რადგან „ბარსასა“ და ფეხბურთის ფედერაციას შორის იამალის შესახებ კონფლიქტი უკვე თვეებია გრძელდება.
მოგეხსენებათ, იამალმა საქართველოსთან ვერც წინა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ იამალის ნაცვლად „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი, ხორხე დე ფრუტოსი გამოიძახა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 15 ნოემბერს, თბილისში გაიმართება. „ფურია როხა“ 18-ში თურქეთს შეხვდება, ხოლო იმავე დღეს საქართველო ბულგარეთს ესტუმრება.









