NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ „პორტლენდ ბლეიზერსს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 115:112 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ აღნიშნულ შეხვედრაში 18 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 5 მოგებით და 6 წაგებით მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 13 ნოემბერს, სტუმრად „ნიუ იორკთან“ გამართავს.









