სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:48 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: მიქაუტაძემ "ვილიარეალში" წასვლით "ლიონი" გავარდნისგან იხსნა

„ვილიარეალში“ ტრანსფერით გიორგი მიქაუტაძემ „ლიონი“ პრაქტიკულად ლიგა 2-ში დაქვეითებისგან იხსნა.

ფინანსური შემოსავლების გარკვევის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ „ლიონს“ ტრანსფერიდან სუფთად 22.5 მილიონი ევრო ერგო, რაც მისი ფინანსური სიტუაციის გამოსასწორებლად საციცოხლო მნიშვნელობის იყო:

„Eagle Football Group-მა ორშაბათს გამოაქვეყნა 2025-2026 ფინანსური წლის პირველი კვარტლის შედეგები. 12 თვის წინანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღსანიშნავია მნიშვნელოვანი, 7%-იანი ზრდა. 2024 წლის სექტემბრის 66.1 მილიონი ევროდან ერთი წლის შემდეგ 70.8 მილიონ ევრომდე ეს ზრდა აიხსნება ტრანსფერების აქტივობით, რომელიც „ლიონის“ სჭირდებოდა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შემდეგ. DNCG-სთვის (ფრანგული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველი ორგანო) მიცემული დაპირებების შესაბამისად, გაყიდვები აუცილებელი იყო და ამ ზაფხულს „ლიონის“ ხაზინაში 40.2 მილიონი ევრო შევიდა. ამ აქტივობის უდიდესი ნაწილი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს უკავშირდება.

მალიკ ფოფანას მსურველების არარსებობის გამო, ქართველი თავდამსხმელი „შეწირული“ გახდა და „ვილიარეალს“ შეუერთდა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ უყოყმანოდ გადაიხადა სატრანსფერო ფასი 36 მილიონი ევროს ოდენობით, მათ შორის 4 მილიონი ბონუსების სახით. თუმცა, ეს მთლიანი თანხა „ლიონის“ ხაზინაში არ შევიდა. ფიქსირებული 32 მილიონი ევროდან ლიონმა „მხოლოდ“ 22.5 მილიონი ევრო მიიღო. ეს განპირობებულია სხვადასხვა ვალდებულებებით და მათ შორის, „მეცისთვის“ ტრანსფერის პროცენტით. თუმცა, ეს თანხა „ლიონის“ გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - წერს ფრანგული მედია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ დღემდე 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა - ორი ლა ლიგაში, თითო ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე, ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100188