სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:12 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს"

RMC Sport-ის ჟურნალისტმა ვალიდ აშერშურმა პსჟ-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, რჩება შთაბეჭდილება, რომ კვარას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს და ჩემპიონატის მატჩებში მაქსიმუმს არ აკეთებს.

„მე ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი და მისი მენტალიტეტი. თუმცა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ „ნაპოლის“ მეორე ვერსიაში ვართ ჩარჩენილები. არც მგონია, რომ დაღლილი იყოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლიგა 1 საერთოდ არ ანაღვლებს. გოლის გარდა, ის, რასაც აკეთებს, არასკამარისია. „ნიცას“ წინააღმდეგ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. მინიმალური სტანდარტები უნდა არსებობდეს, რასაც ბარკოლასთან ვაკეთებთ, კვარასთანააც უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა აშერშურმა.

კვარაცხელია გააკრიტიკა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ, რომელმაც თქვა: "მომდევნო კვირების განმავლობაში, სანამ იანვრის და თებერვლის, სეზონის გადამწყვეტი პერიოდი დადგება, ლუის ენრიკე რამდენიმე ფეხბურთელს პირისპირ უნდა შეხვდეს და ესაუბროს. თვითკმაყოფილებაში არ უნდა ჩავვარდეთ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098153