სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:47 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი კარაგერი: „მანჩესტერ სიტი“ არასდროს იქნება „მანჩესტერ იუნაიტედზე“ დიდი”

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა თავისი ყოფილი გუნდის მეტოქეობაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“. ასევე გააზიარა თავისი აზრი მანჩესტერული კლუბების პოპულარობაზე.

„მანჩესტერ სიტი“ არასდროს იქნება „მანჩესტერ იუნაიტედზე“ დიდი. „ლივერპულ“-„მანჩესტერ სიტის“ მეტოქეობა არასდროს იქნება უფრო პოპულარული, ვიდრე „ლივერპულ“-„მანჩესტერ იუნაიტედისა“. ეს უბრალოდ არ მოხდება, ეს არ შეიძლება მოხდეს. ისტორიულად, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის იქნებიან ამ ქვეყნის ორი უდიდესი გუნდი. არა მგონია, ეს ოდესმე შეიცვალოს.

ძალიან რთულია იმ გუნდებისთვის, რომლებიც მოგვიანებით მოვიდნენ. ეს პრაქტიკულად მოცემულობაა. „მათ (მანჩესტერ სიტის) შეუძლიათ მეტი ტიტულის და თასის მოგება, თუ გააგრძელებენ გამარჯვებებს და „იუნაიტედი“ ყურადღების ცენტრში არ იქნება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ქვეყანაში რომელიმე კლუბმა ოდესმე გადააჭარბოს „ლივერპულს“ ან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ზომითა და სტატუსით“, - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Daily Mail.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177973