თამაშგარე

16:20 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდის დახურული პირადი ცხოვრება

თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას პროფესიონალი და ფეხბურთისთვის თავდადებულიაო, უპირველესყოვლისა ნორვეგიელი ვარსკვლავ-ბიჭუნა ერლინგ ჰოლანდი გაგვახსენდება, რომელიც მთელს თავის დროს ვარჯიშსა და ფეხბურთის უთმობს. ამიტომაც, მის პირად ცხოვრებაზე ამბების მოსაძიებლად ჟურნალისტებს დიდი წვალება უწევთ.

რაც უეჭველად დადგენილია და ვიცით, ერლინგის შეყვარებული სახელად ისაბელი წარმოშობით ესპანელია და გულისსწორს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში დაჰყვება ტრიბუნებიდან საგულშემატკივროდ. რესტორნებში, ბარებსა და სხვა „ბრჭყვიალა“ ადგილებში ერლინგი თავადაც არ დადის და შესაბამისად, იქ მის შეყვარებულსაც არავინ ელოდება.

შარშანწინ ბრიტანულ ტაბლოიდებთან მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელი თავდამსხმელი ამბობს, რომ პატივს არ სცემს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც პირადი ცხოვრება შარაგზაზე აქვთ გამოდებული და თვითპიარის გარდა არაფერზე ფიქრობენ. მისი აზრით სპორტსმენისთვის მთავარი სპორტი უნდა იყოს თუკი მას პროფესიონალიზმზე პრეტენზია გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.078055