სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:04 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "იამალი? ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, არ მგონია, ეს ნორმალური იყოს"

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე ლამინ იამალის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან თქვა, მსგავსი სიტუაცია არასდროს განუცდია და ფიქრობს, რომ ეს ნორმალური არაა:

„არსებობს პროცედურები, რომლებიც ფედერაციის კონტროლის მიღმა ხდება. ეს ხდება, ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. მაგრამ შოკში ვიყავი, როგორც ყველა დანარჩენი. აქამდე არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და არ მგონია, რომ ეს ნორმალური იყოს. არაფერი იცი, არანაირი სიახლე არ გაქვს და შემდეგ უცებ გეუბნებიან, რომ ტრავმირებულია.

ლამინს დარჩენა სურდა. ის მთლიანად ეროვნული ნაკრების ერთგულია."ბარსასთან" კონფლიქტი არ არსებობს, მაგრამ ისევე, როგორც მე პატივს ვცემ "ბარსას" გადაწყვეტილებებს, მოვითხოვ, რომ ჩემს გადაწყვეტილებებსაც პატივი სცენ“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

მოგეხსენებათ, იამალმა საქართველოსთან ვერც წინა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ იამალის ნაცვლად „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი, ხორხე დე ფრუტოსი გამოიძახა.

კონფლიქტი ფედერაციასა და „ბარსელონას“ შორის სათავეს სექტემბრიდან იღებს, როდესაც ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საჯაროდ დაადანაშაულა, რომ იამალი ნაკრებში ტკივილგამაყუჩებლებით და ტრავმირებული ათამაშეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 15 ნოემბერს, თბილისში გაიმართება. „ფურია როხა“ 18-ში თურქეთს შეხვდება, ხოლო იმავე დღეს საქართველო ბულგარეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097958