სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:33 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "იამალის ამბავზე დავის გაღვივებას არ ვაპირებთ"

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ ლუზანმა ლამინ იამალის სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, „ბარსელონასთან“ დავის გაღვივებას არ აპირებენ. მთავარია, რომ იამალი მომავალში კლუბსაც დაეხმაროს და ნაკრებსაც:

„უნდა ვიზრუნოთ ფეხბურთელზე. ზოგჯერ არსებობს გარემოებები, რომელთა უკეთ მოგვარებაც შეიძლებოდა, მაგრამ ის კლუბის, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და ორივესთვის მნიშვნელოვანია. უნდა ვიზრუნოთ მასზე და ვიმედოვნოთ, რომ კარგად გამოჯანმრთელდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებია და უნდა ვიმოქმედოთ. არ ვაპირებთ რაიმე დავის გაღვივებას. მთავარია, რომ ის კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში იყოს“, - თქვა ლუზანმა.

მოგეხსენებათ, იამალმა საქართველოსთან ვერც წინა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ იამალის ნაცვლად „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი, ხორხე დე ფრუტოსი გამოიძახა.

კონფლიქტი ფედერაციასა და „ბარსელონას“ შორის სათავეს სექტემბრიდან იღებს, როდესაც ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საჯაროდ დაადანაშაულა, რომ იამალი ნაკრებში ტკივილგამაყუჩებლებით და ტრავმირებული ათამაშეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 15 ნოემბერს, თბილისში გაიმართება. „ფურია როხა“ 18-ში თურქეთს შეხვდება, ხოლო იმავე დღეს საქართველო ბულგარეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095854