სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:05 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ატალანტაში" ახალი მწვრთნელი დანიშნეს

ბერგამოს „ატალანტამ“ მთავარ მწვრთნელად რაფაელე პალადინოს დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. პალადინომ ივან იურიჩი შეცვალა, რომელიც ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს.

„ატალანტას“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში 7 ქულა აქვს, რაც ცუდი შედეგი სულაც არაა, მაგრამ სერია A-ში მხოლოდ მე-13 ადგილზეა, 11 ტურში 2 მოგებით, 7 ფრით და 2 წაგებით და შესაბამისად, მოპოვებული 13 ქულით.

რაფაელე პალადინო აქამდე მთავარ მწვრთნელად „მონცასა“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090808