სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:10 | 11.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვერნაძე: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა სტადიონი ამაყად დატოვონ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ ესპანეთსა და ბულგარეთთან მატჩებამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის ნაკრებში ყოფნა დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა:

„პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ესპანეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა საშინაო კედლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ამაყად დატოვონ სტადიონი", - თქვა კვერნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092401