„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესის ესპანურ გამოცემა Sport-თან ისაუბრა, რომელშიც მან კომენტარი „ბარსელონასა“ და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე გააკეთა.
„ძალიან მინდა „ბარსას“ სტადიონზე დავბრუნდე, როცა ისინი ითამაშებენ, რადგან პარიზში წასვლის შემდეგ „კამპ ნოუზე“ არ მითამაშია და შემდეგ კატალონიური გრანდი „მონტჟუიკზე“ გადავიდა. დარწმუნებული ვარ, ეს განსაკუთრებული ამბავი იქნება.
ბარსელონაზე შვილებთან და მეუღლესთან მუდმივად ვსაუბრობ და იქ ხელახლა ცხოვრების იდეას განვიხილავთ. გვაქვს სახლი და ყველაფერი - ეს არის ის, რაც გვინდა.
დიახ, რა თქმა უნდა, ვუყურებ ახლა „ბარსელონას“ მატჩებს და „მაიამიში“ ყველანი ვსაუბრობთ კლუბში მიმდინარე სიტუაციაზე, შედეგებსა და თამაშებზე. ძალიან მენატრება „ბარსაში“ გატარებული ყველა მომენტი. შესაძლოა, ახლა უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ამით, ვიდრე მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა.
„ბარსელონას“ გულშემატკივრების სიყვარული შესანიშნავია. ყველაფერი, რაც „ბარსელონადან“, ხალხისგან, იმ ეტაპიდან მოდის, რაც განვიცადეთ, ჩემში ნოსტალგიას და დიდ აღფრთოვანებას იწვევს.
მსოფლიოს ჩემპიონატს მოუთმენლად ველი. თუმცა, არ მინდა, ტვირთი ვიყო. მსურს, ფიზიკურად თავი კარგად ვიგრძნო, დარწმუნებული ვიყო, რომ გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა და დახმარება შემიძლია. ვნახოთ, ნამდვილად ვიგრძნობ თუ არა თავს ფიზიკურად ისე, როგორც მინდა, რომ მუნდიალზე მონაწილეობა შევძლო“, - თქვა მესიმ.









